Thumbnail

რობოტი ტანკი - იდეალური იარაღი თანამედროვე არმიისთვის

  • BAE Systems-მა პროტოტიპი სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე წარმოადგინა
  • კომპანიაში აცხადებენ, რომ RTD-ს სამხედრო სფეროსთვის რევოლუციური მნიშვნელობა ექნება

BAE Systems ბრიტანული კომპანიაა, რომელიც შეიარაღებას აწარმოებს და ამ სფეროში სხვადასხვა ინოვაციებზე მუშაობს. კომპანია, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეიარაღებას უშვებს. Robotic Technology Demonstrator (RTD) ბრიტანული კომპანიის უახლესი რობოტიზირებული სამხედრო სისტემაა. მისი პროტოტიპი სამხედრო ტექნიკის გამოფენა AUSA-ზე წარმოადგინეს.

რობოტ ტანკს არაერთი სენსორი გააჩნია, რომელიც მას სივრცეში ორიენტაციას უადვილებს. მასზე დამონტაჟებული მსხვილკალიბრიანი იარაღის მართვა დისტანციურად არის შესაძლებელი. პროტოტიპს მცირე ზომის დამხმარე რობოტი გააჩნია, რომელიც ადგილის დაზვერვისთვის უნდა გამოიყენონ. 

BAE Systems-ის წარმომადგენლის ჯეიმს მილერის განცხადებით RTD ავტონომიურობასთან ერთად თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რაც მას არმიისთვის იდეალურ იარაღად აქცევს. ბრიტანულ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ RTD-მ საბრძოლოდ მოქმედებების დროს ჯარისკაცებს შორის დანაკარგი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს და ამავე დროს გაზარდოს არმიის ბრძოლისუნარიანობა.

კომენტარები

ბოლო ამბები