Thumbnail

LED ინსტალაცია, რომელიც ფერს წყლის სისუფთავის ხარისხის მიხედვით იცვლის

  • მოწყობილობა  წყლის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებებზე რეაგირებს.
  • ინსტალაცია ისტ-რივერზე 2020 წლის 3 იანვრამდე იქნება განთავსებული. 

+ Pool Light - ასე ჰქვია LED განათების ინსტალაციას, რომელიც ისტ-რივერზე რამდენიმე დღეა ტივტივებს. მოტივტივე ინსტალაცია წყლის დაბინძურების ხარისხის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. 

ინსტალაციას პლუსის ნიშნის ფორმა აქვს და მის ზედაპირზე LED  განათებებია დამონტაჟებული, რომელიც ღამით ანათებს და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, ინსტალაციის განათება ფერებს წყალში სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაციის მიხედვით  იცვლის. 

მოწყობილობა სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით, წყლის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებებზე რეაგირებს. ინსტალაცია წყალში ჟანგბადის კონცენტრაციას და მის ცვლილებასაც აღიქვამს.

ინსტალაციაზე არტისტების ჯგუფმა  Playlab Inc-მა და არქიტექტურულმა ოფისმა  - Family New York-მა ერთობლივად იმუშავეს. მათი   განცხადებით,  მიზანი ადამიანებისათვის  წყლის დაბინძურების  შესახებ  ინფორმაციის ორიგინალური ფორმით მიწოდებაა, რასაც მაქსიმალურად დასამახსოვრებელი ეფექტი ექნება. ინსტალაცია ისტ-რივერზე 2020 წლის 3 იანვრამდე იქნება განთავსებული. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები