Thumbnail

Uniti - ელექტრომობილი შვედური სტარტაპისგან

  • კომპაქტური ელექტრომობილის ფასი 19 ათასი დოლარია
  • ავტომობილი თავდაპირველად შვედეთში და დიდ ბრიტანეთში გამოჩნდება

შვედურმა სტარტაპმა Uniti-მ ქალაქის პირობებისათვის შესაბამისი კომპაქტური ელექტრომობილის აწყობა 2016 წელს დაიწყო. გასულ წელს სტარტაპმა მომხმარებელს პირველი პროტოტიპი წარუდგინა. თუმცა სერიული წარმოების დაწყების დროს ელექტრომობილმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კომპანიამ ავტომობილის საბოლოო ვერსიის ფოტოები გაავრცელა და დააანონსა, რომ მისი შეძენა 2020 წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი. 

Uniti One კომპაქტური ავტომობილია, რომელშიც მძღოლთან ერთად ორი მგზავრი თავსდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია. ავტომობილის სხვადასხვა ვერსიას დამუხტვის შემდეგ 150-დან 300 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. აკუმულატორის 80 პროცენტამდე დამუხტვას ორი საათი სჭირდება.

Uniti One-ის ფასი 19 ათასი დოლარია. ელექტრომობილის გაყიდვა თავდაპირველად  შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში დაიწყება, მოგვიანებით კი შვედური ელექტრომობილი კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები