Thumbnail
  • განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსექტორში 52 პროცენტამდე გაიზარდა
  • ყველაზე ეფექტური ბრიტანეთში ქარის ენერგეტიკაა

1882 წლიდან პირველად ბრიტანეთის ენერგოსექტორში განახლებადი ენერგიის წილი გამომუშავებული ენერგიის ნახევარზე მეტს შეადგენს. ეს ბრიტანეთის ენერგოსექტორისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ის, რომ კუნძულოვანმა სახელმწიფომ ქარისგან და მზისგან უფრო მეტი ენერგია მიიღო, ვიდრე ნავთობის, გაზის და ნახშირისგან, ბრიტანეთის მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

სტატისტიკის მიხედვით 2019 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განახლებად ენერგიაზე გამომუშავებული ენერგიის 52 პროცენტი მოდიოდა. აქედან ყველაზე დიდი წილი ქარის ენერგიაზე მოდის. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ქარის ელექტროსადგურები განსაკუთრებით ეფექტურია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, განსაკუთრებით შოტლანდიაში. 2019 წლის პირველ ნახევარში ქარის ელექტროსადგურებმა შოტლანდიაში ორჯერ მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე რეგიონს სჭირდება. 

ბრიტანეთის მთავრობის შემდეგი მიზანი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაში რეფორმის ჩატარებაა. გეგმის მიხედვით 20 წლის განმავლობაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში  ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების რიცხვმა ეტაპობრივად უნდა დაიკლოს. 2040 წლისთვის დიდ ბრიტანეთში შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტის გაყიდვა საერთოდ აიკრძალება.

კომენტარები

ბოლო ამბები