Thumbnail

რობოტი, რომელიც რუბიკის კუბის თავსატეხს ხსნის

  • OpenAI-მა ჰუმანოიდი რობოტის ხელზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო.
  • კუბის თავსატეხის ამოხსნა  ხელოვნურმა ინტელექტმა თავად ისწავლა.  

ხელოვნური ინტელექტის კვლევის ორაგანიზაცია  OpenAI უკვე დიდი ხანია ისეთი რობოტების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა უნარს თავადვე ავითარებენ.  ამჟამად, ორგანიზაციამ ახალი მიღწევის შესახებ ვიდეო გაასაჯაროვა. ვიდეოში ჩანს  რობოტული ხელი, რომელიც რუბიკის კუბს აწყობს. როგორც OpenAI-ის წარმომადგენლები აცხადებენ, კუბის თავსატეხის ამოხსნა  ხელოვნურმა ინტელექტმა თავად ისწავლა.  

ორგანიზაციამ ჰუმანოიდი რობოტის ხელზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. რადგანაც ხელოვნურმა ინტელექტმა აღნიშნული უნარის ათვისება შეძლო, მოსალოდნელია, რომ ის კიდევ ბევრი მიმართულებით განვითარდება. კომპანია ვარაუდობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, რობოტი რთულ ფიზიკურ დაბრკოლებებსაც გადალახავს. 

რობოტი სახელწოდებით Dactyl ადამიანისთვის რთულ თავსატეხს, ჯერჯერობით, ნელი და აკურატული მანევრებით ხსნის, თუმცა, შედეგის გაუმჯობესება რეალური პერსპექტივაა. Dactyl კიდევ ერთი ნაბიჯია თვითნასწავლი რობოტების შექმნისა და სრულყოფის  მიმართულებით. მსგავსი შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კი, თითქმის ყველა სფეროს განვითარებისათვის  მნიშვნელოვანია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები