Thumbnail

Google-მა Pixel 4 და Pixel 4 XL ოფიციალურად წარადგინა

  • სმარტფონები ტექნოლოგიურ ბაზარზე 2019 წლის 24 ოქტომბრიდან გამოჩნდება. 
  •  Pixel 4 და Pixel 4 XL-ის ფასი $799 და  $899-დან იწყება. 

15 ოქტომბერს, Google-მა ნიუ-იორკში, მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება გამართა, რომელზეც საზოგადოებას დაანონსებული სმარტფონის  მოდელები -  Pixel 4 და  Pixel 4 XL ოფიციალურად წარუდგინა. სმარტფონის მოდელები სამი სხვადასხვა ფერის დიზაინით იქნება ხელმისწვდომი - შავი, თეთრი და ასევე ლიმიტირებული - ნარინჯისფერი მოდელი. 

Pixel 4 XL-ს  6.3 დიუმიანი, 1440p მონაცემების, ე.წ  Quad HD ეკრანი, Pixel 4-ს კი - 5.7 დიუმიანი, 1080p მონაცმეების ეკრანი აქვს. ორივე მოდელის ძირითადი ტექნიკური მონაცემები იდენტურია - სმარტფონები აღჭურვილია  Qualcomm’s Snapdragon 855 პროცესორით. 6GB ოპერატიული მეხსიერების მობილური ტელეფონების შიდა მეხსიერება მოდელების სხვადასხვა ვერსიის მიხედვით განსხვავდება - მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სმარტფონი  64GB ან 128GB მოცულობით. 

მობილური ტელეფონი ულტრა მგრძნობელობით ხასიათდება - რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებას მომხმარებლები არა სენსორთან უშუალო შეხებით, არამედ მის სიახლოვეს ხელის მოძრაობითაც შეძლებენ. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით -  იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფუნქცია დისკომფორტს შექმნის, მისი დეაქტივაცია ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. 

Pixel 4  და Pixel 4 XL ინოვაციური ხმისჩამწერი აპლიკაციით არის აღჭურვილი, რომელსაც სიტყვების ამომცნობი ფუნქცია აქვს. აპლიკაციის მეშვეობით, მობილურ მოწყობილობაში დაარქივებული ნებისმიერი აუდიო ჩანაწერის მოძებნა მხოლოდ ერთი სიტყვის გახმოვანების შედეგად არის შესაძლებელი.   

Google-ის ახალი მოდელები გაყიდვაში 2019 წლის 24 ოქტომბრიდან ჩაეშვება. Pixel 4-ის ფასი $799-დან იწყება, Pixel 4 XL-ის შეძენა   $899-დან არის შსაძლებელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები