Thumbnail

Gita - რობოტი, რომელსაც ტვირთის გადატანა შეუძლია

  • რობოტს 18 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია
  • Gita-ს შეძენა  2019 წლის ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი

კომპანია Piaggio Fast Forward-მა მცირე ზომის რობოტი Gita გამოუშვა. რობოტს შეუძლია უკან გაყვეს ადამიანს და ტვირთის გადატანაში დაეხმაროს. Gita-ს 18 კილოგრამამდე სიმძიმის გადატანა შეუძლია. ინჟინრების ჩანაფიქრით, რობოტი მის მფლობელს სხვადასხვა ნივთების გადატანაში დაეხმარება, მათ შორის სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტების სახლამდე მიტანაში.

რობოტი 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მას გადაადგილება მხოლოდ სწორ ადგილას შეუძლია. Gita კიბეებზე ასვლას ან ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მისი აკუმულატორი ოთხი საათი მუშაობს, სრულად დამუხტვას კი ორი საათი სჭირდება. 

Gita პირველად 2017 წელს წარმოადგინეს. მას შემდეგ პროტოტიპმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. რობოტი უკვე აღარ არის სრულიად ავტონომიური. ვიზუალური სენსორების საშუალებით ის უკან მიყვება ადამიანს. Gita გაყიდვაში 2019 წლის ნოემბერში გამოჩნდება. მისი ფასი 3250 დოლარი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები