Thumbnail

Apple-მა ახალი ყურსასმენები  Beats Solo Pro გამოუშვა

  • Beats Solo Pro  გაყიდვაში 30 ოქტომბრიდან ჩაეშვება.
  • მოწყობილობის ფასი 299.95 ამერიკული დოლარი იქნება.  

Apple-ის შვილობილმა კომპანია Beats-მა ახალი ყურსასმენები წარადგინა. მოდელ Beats Solo Pro-ს  ხმაურის ჩამხშობი ფუნქცია აქვს. გარდა ამისა, მოწყობილობის ბატარეა უწყვეტი გამოყენების რეჟიმში,  22 საათის განმავლობაში ძლებს. ყურსასმენები 6 სხვადასხვა ფერის დიზაინით არის წარმოდგენილი. 

რაც შეეხება ხმაურის  ჩამხშობ ფუნქციას - ტექნოლოგიურ ბაზარზე, უკანასკნელი ერთი  წლის განმავლობაში, მრავალი სხვადასხვა ბრენდის ყურსასმენები გამოჩნდა, რომელიც  ანალოგიური მახასიათებლით გამოირჩევა. თუმცა, ამ კონკრეტულ მოდელის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია თავად დაარეგულიროს ხმაურის ჩახშობის დონე. 

 Beats Solo Pro H1 ჩიპით არის აღჭურვილი, რომელიც  Apple-ის უსადენო ყურსასმენის ცნობილ მოდელში - AirPods-შია გამოყენებული. Beats Solo Pro  გაყიდვაში 30 ოქტომბრიდან ჩაეშვება და მისი ფასი   299.95 ამერიკული დოლარი იქნება.  

კომენტარები

ბოლო ამბები