Thumbnail

Motorola-ს უახლესი სმარტფონის ფოტოები გავრცელდა

  • Moto G8 Plus-ს სამმაგი კამერა ექნება.
  • Motorola-ს სმარტფონი ოფიციალურად ჯერ არ დაუანონსებია.

ქსელში Motorola-ს ახალი სმარტფონის Moto G8 Plus-ის ფოტოები და მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. Როგორც გავრცელებული დეტალებიდან  და ვიზუალური მასალიდან ჩანს, მოწყობილობა სამმაგი კამერით არის აღჭურვილი. ძირითადი კამერის მონაცემი 48 მეგაპიქსელია.  Მოწყობილობას აქვს ასევე 117-გრადუსიანი გაფართოვების 16-მეგაპიქსელიანი და ავტო ფოკუსის სისტემით აღჭურვილი 5-მეგაპიქსელიანი კამერა. 

როგორც ტექნოლოგიური გამოცემები და მიმომხილველები იუწყებიან Moto G8 Plus  Motorola-ს წინა მოდელებთან შდარებით,  გაძლიერებული პროცესორით  და მძლავრი ბატარეით გამოირჩევა. Moto G8 Plus-ს 6.3-დიუმიანი 1080p ეკრანი ექნება. წინასწარი ინფორმაციით, Moto G8 Plus-ის ოპერაციული მეხსიერება 4  გიგაბაიტია. 

Რაც შეეხება დიზაინს, Moto G8 Plus-ის კორპუსი და  დეტალები, ძველი მოდელების დიზაინთან შედარებით, გაცილებით თხელია. აღსანიშნავია, რომ Motorola-ს აღნიშნული სმარტფონი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაუანონსებია.


 

კომენტარები

ბოლო ამბები