Thumbnail

Swagtron-მა ვინტაჟური დიზაინის ელექტრო ველოსიპედები გამოუშვა

  • თითოეულ მოდელს 250-ვატიანი  ძრავა აქვს.
  • ველოსიპედების ფასი 1,111 ამერიკული დოლარია.

ახალი თაობის ორთვლიანი ტრანსპორტის მწარმოებელმა კომპანია Swagtron-მა ვინტაჟური დიზაინის ელექტრო ველოსიპედები გამოუშვა. კომპანიამ  კრუიზერის ტიპის ველოსიპედის სამი ახალი მოდელი წარადგინა. მოდელები -  EB9, EB10, და  EB11  ტრანსპორტის ამ სახეობით დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ბიუჯეტური პროდუქტია. 

ველოსიპედები იდეალურია ქალაქის ქუჩებისათვის, ასევე განკუთვნილია ქვიშიან ზედაპირზე გადაადგილებისათვის. თითოეულ მოდელს 250-ვატიანი ელექტრო ძრავა და 36-ვოლტიანი ბატარეა აქვს. მოწყობილობა ისეა შექმნილი, რომ მომხმარებელს ბატარეის მოხსნის საშუალებაც აქვს. 

ველოსიპედები ძირითადად, სიჩქარის განვითარების მაჩვენებლით განსხვავდებიან. მოდელი EB9  საათში 26.5 კილომეტრს ფარავს, EB10  და  EB11 კი 24.6 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებიან. ელექტრო ველოსიპედების შეძენა მსურველებს 1,111 ამერიკულ დოლარად შეუძლიათ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები