Thumbnail

Ripsaw M5 - ამერიკული არმიის რობოტიზირებული ტანკი

  • რობოტიზირებულ ტანკს საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიყენებენ
  • Ripsaw M5-ს დაზვერვითი მისიის შესრულებაც შეუძლია

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მრეწველობის გამოფენა AUSA 2019-ზე ახალი რობოტიზირებული ტანკი წარმოადგინეს. Ripsaw M5 კომპანია Textron Systems-მა დაამზადა. მისი დანიშნულებაა ბრძოლის ველზე ჩვეულებრივ ტანკებს და ჯავშანმანქანებს დაეხმაროს, ასევე დაიცვას ჯარისკაცების სიცოცხლე.

Ripsaw M5-ზე დამონტაჟებულია ავტომატური ზარბაზანი Mk. რობოტიზირებული ტანკის დიზელის ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა. სამხედრო ტექნიკა 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. Ripsaw-ს გამოცდა შვიდი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ტანკს შეუძლია ნაღმების მოძებნა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურება.

Ripsaw-ს გამოყენება შესაძლებელია სადაზვერო ოპერაციის დროსაც. ტანკზე დამონტაჟებულია სტანდარტული და ინფრაწითელი კამერები. სამხედრო ტექნიკას ასევე გააჩნია ორი დრონი. R80D Skyraider-ს ორ კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია და მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით, SUGV კი ძირითადად ტყეში და ბუჩქებში დამალული ნივთების მოსაძებნად გამოიყენება. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოჩნდება  Ripsaw M5 შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები