Thumbnail

გემი ეკიპაჟის გარეშე ატლანტის ოკეანეს გადაკვეთს

  • ავტონომიური გემი ინგლისიდან აშშ-მდე 5 ათასი კილომეტრს გაივლის
  • პროექტის განხორციელება 2020 წელს იგეგმება

2020 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისური გემის - Mayflower-ის ჩასვლის 400 წლის იუბილე აღინიშნება. ხომალდი პლიმუთიდან გამოვიდა და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროზე დღევანდელი მასაჩუსეტსის შტატის ტერიტორიაზე მივიდა. გემზე 120 მგზავრი და 30 ეკიპაჟის წევრი იყო. Mayflower-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკის ისტორიაში, როგორც ადრეული ევროპული კოლონიზაციის სიმბოლოს. იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზაცია Promare-მ ინოვაციური ღონისძიება დაგეგმა.

ახალი Mayflower თვითმავალი, სრულად ავტომონიური გემი იქნება, რომელსაც ეკიპაჟი არ ეყოლება. ავტონომიური ხომალდი გაიმეორებს ინგლისური გემის მარშრუტს. ის ბრიტანულ პორტ პლიმუთიდან გავა, გადაკვეთს ატლანტის ოკეანეს და მასაჩუსეტსის შტატში განლაგებულ პლიმუთში ჩავა. მარშრუტის მანძილი 5 ათასი კილომეტრია. 

თვითმავალ გემს ტექნიკური მხარდაჭერა კომპანია IMB-ისგან ექნება. ხომალდზე დაამონტაჟებენ ნავიგაციის სისტემას, რადარებს, ლიდარებს და კამერებს. სისტემის გამართულ მუშაობას სპეციალური ალგორითმი განსაზღვრავს. გემი  მზის და ქარის ენერგიის, ასევე დიზელი ძრავების საშუალებით უნდა გადაადგილდეს. 5 ათას კილომეტრიანი მარშრუტის დროს  Mayflower რამდენიმე სამეცნიერო პროექტისთვის ატლანტის ოკეანის ფაუნის შესახებ ინფორმაციას მოაგროვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები