Thumbnail

ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები Google-ისგან

  • Nest Wi-Fi როუტერთან ერთად, ჭკვიანი სპიკერიც არის.
  • Pixel Buds გაძლიერებული Bluetooth სისტემით აღჭურვილი უსადენო ყურსასმენებია. 

Google ტექნოლოგიური სექტორის გიგანტი კომპანიაა, რომლის სიახლეები ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლისათვის, ასევე საერთაშორისო მედიისათვის. რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ მასშტაბური ღონისძიება გამართა, სადაც ყველა დაანონსებული პროდუქტი ოფიციალურად წარადგინა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე ინფორმაცია გაასაჯაროვა. 

Pixel 4- და Pixel 4 XL 

Pixel 4 XL-ს  6.3 დიუმიანი, 1440p მონაცემების, Pixel 4-ს კი - 5.7 დიუმიანი, 1080p  ეკრანი აქვს.  6GB ოპერატიული მეხსიერების მობილური ტელეფონების შიდა მეხსიერება მოდელების სხვადასხვა ვერსიის მიხედვით განსხვავდება - მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სმარტფონი  64GB ან 128GB მოცულობით. მობილური მოწყობილობები  ულტრა მგრძნობელობით ხასიათდება - სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებას მომხმარებლები არა სენსორთან უშუალო შეხებით, არამედ მის სიახლოვეს ხელის მოძრაობითაც შეძლებენ. სურვილის შემთხვევაში, ამ ფუნქციის დეაქტივაცია ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.  Pixel 4 და Pixel 4 XL ინოვაციური ხმისჩამწერი აპლიკაციით არის აღჭურვილი -  მობილურ მოწყობილობაში დაარქივებული ნებისმიერი აუდიო ჩანაწერის მოძებნა მხოლოდ ერთი სიტყვის გახმოვანების შედეგად არის შესაძლებელი. Google-ის ახალი მოდელები გაყიდვაში 2019 წლის 24 ოქტომბრიდან ჩაეშვება. Pixel 4-ის ფასი $799-დან იწყება, Pixel 4 XL-ის შეძენა   $899-დან არის შესაძლებელი.  

 

 

Pixel Buds

Pixel Buds - ახალი უსადენო ყურსასმენებია, რომელიც  Google-მა ამავე კონფერენციაზე წარადგინა. მოწყობილობა  წინა მოდელებისაგან განსხვავებით, ე.წ “adaptive sound” ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რომელიც ხმას  ავტომატურად არეგულირებს, იმის მიხედვით, თუ როგორ გარემოში იმყოფება მომხმარებელი. მოწყობილობას გაძლიერებული Bluetooth სისტემა აქვს, რომელიც სმარტფონს შორ მანძილზეც უკავშირდება. Pixel Buds 2020 წლის გაზაფხულზე გამოვა.  მისი ფასი 179 ამერიკული დოლარია. 

 

Pixelbook Go

Pixelbook Go კომპანიის ახალი ჰიბრიდული ლეპტოპია. ლეპტოპს 4K გამოსახულების, 13.3-დიუმიანი ეკრანი აქვს,  ხოლო ბატარეა უწყვეტი მუშაობის რეჟიმში, 12 საათის განმავლობაში ძლებს. Pixelbook Go Intel-ის  i7  პროცესორით არის აღჭურვილი. ლეპტოპის ოპერაციული მეხსიერება 16 GB, შიდა მეხსიერება კი  - 256 გიგაბაიტია.  Pixelbook Go გაყიდაში 2019 წლის 4 ნოემბრიდან ჩაეშვება და მისი ფასი, ტექნიკური მონაცემების მიხედვით,  $649-დან დაიწყება. 

 

 

Nest Mini

სახლის  მოწყობილობების ახალი პროდუქტი - მაღალტექნოლოგიური სპიკერი სახელწოდებით Nest Mini 2017 წელს გამოშვებული Google Home Mini-ის განახლებული ვერსიაა. მოწყობილობა გაუმჯობესებული აუდიოსისტემით გამოირჩევა, რაც ბევრად ბუნებრივ ბგერებს გულისხმობს. გარდა ამისა, მისი  მეშვეობით Google Home app-თან დაკავშირებით,  მომხმარებელს შეუძლია ზარებიც განახორციელოს. რაც შეეხება დიზაინს, მოწყობილობა 4 სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი - შავი, ღია ნაცრისფერი, მარჯნისფერი და ცისფერი.  Nest Mini კომპაქტური მოწყობილობაა და  ვერტიკალურ ზედაპირზეც მაგრდება. პროდუქტი ტექნოლოგიურ ბაზარზე 2019 წლის 22 ოქტომბერს გამოჩნდება და მისი ფასი 50 ამერიკული დოლარი იქნება.

 

 

 

Nest Wi-Fi

გუგლმა კიდევ ერთი ტექნოლოგიური პროდუქტი -  Nest Wi-Fi წარადგინა, რომელიც უკაბელო ინტერნეტის მიმღები ტექნოლოგიის გარდა, სხვა ფუნქციებსაც შეითავსებს. კომპანიის ახალი Wi-Fi როუტერი,  ამავდროულად, ჭკვიანი სპიკერიც არის. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია ერთი პროდუქტის შეძენით, ორი მოწყობილობის მფლობელი გახდეს. Nest Wi-Fi -ის მართვა ხმოვანი მითითებებით არის შესაძლებელი, მაგალითად -  უკაბელო ინტერნეტკავშირის ჩართვა ან დეაქტივაცია მომხმარებელს მარტივად, ხმოვანი სიგნალებით შუძლია. პროდუქტის გაყიდვა 2019 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყება. მისი შეძენა 149 ამერიკულ დოლარად იქნება შესაძლებელი. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები