Thumbnail

ფეისბუქი მზადაა Libra-ს კონცეფცია შეცვალოს

  • Libra შესაძლოა აღარ გახდეს მსოფლიოს ერთიანი კრიპტოვალუტა
  • ფეისბუქის მენეჯმენტი სტეიბლკოინების გამოყენებაზე ფიქრობს

ფეისბუქი Libra-ს კონცეფციის შეცვლას აპირებს. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters ავრცელებს. ფეისბუქის ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ მარკუსის განცხადებით პროექტზე მომუშავე ჯგუფი მზადაა განიხილოს სხვადასხვა ვარიანტები იმისათვის, რომ ღია და ეფექტური გადახდის სისტემა შეიქმნას.

დევიდ მარკუსის შეფასებით Libra სავსებით შესაძლებელია აღარ გახდეს მსოფლიოს ერთიანი კრიპტოვალუტა. ამის ნაცვლად შეიქმნება სტეიბლკოინები, რომლებიც მიმაგრებული იქნება სხვადასხვა ეროვნულ ვალუტებს. მარკუსი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება პროექტს უფრო მოქნილს გახდის. აღსანიშნავია, რომ სტეიბლკოინების მიმართ რეგულატორების პოზიცია ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამკაცრდა. G 20-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე აღნიშნეს სამი საკითხი, რომელიც სტეიბლკოინებთან მიმართებაში გადაჭრას მოითხოვს. ესენია: ფულის გათეთრება, უკანონო დაფინანსება და მომხმარებლის ინტერესების დაცვა.

ფეისბუქის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით Libra-ს გამოშვების თარიღი უცვლელია და კრიპტოვალუტა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება  იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი და საფრანგეთის მთავრობა Libra-ს ამოქმედების წინაამღდეგ გამოდის,  Libra Association კი ისეთმა კომპანიებმა დატოვეს, როგორიცაა Visa, MasterCard და eBay, ფეისბუქის მენეჯმენტს დიდი ძალისხმევა მოუწევს იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები