Thumbnail

მსმენელები აპლიკაციით ელტონ ჯონის კონცერტზე საკუთარ მიქსებს შექმნიან

  • აუდიო სისტემაზე ელტონ ჯონმა პლატფორმა Peex -თან ერთად იმუშავა.
  • მსმენელს შეუძლია აკონტროლოს ინსტრუმენტებისა და ვოკალის ხმა, ასევე მათი სიხშირე.

გრემის მფლობელი ბრიტანელი მუსიკოსის -  ელტონ ჯონის კონცერტებისათვის სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც აუდიტორიას მუსიკის მიქსების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. მუსიკოსის კონცერტზე სპეციალური მოწყობილობები დამონტაჟდება, რომლებიც პატარა მიკროფონების გამოყენებით, ცალკეული ინსტრუმენტების ბგერებს რადიოსიგნალების მეშვეობით იღებს. 

მუსიკალური ბგერების სინქრონიზაცით, ეს ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის ბაზაში ხვდება.  აპლიკაციის მეშვეობით მსმენელი ცოცხალ რეჟიმში ქმნის მუსიკოსის კონცერტზე  გაჟღერებული კომპოზიციების თავისებურ ვერსიას. Აპლიკაციის მომხმარებელს მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს, მაგალითად -  მას შეუძლია აკონტროლოს ინსტრუმენტებისა თუ ვოკალის ხმა, მათი სიხშირე. აღნიშნული ფუნქცია, გარდა მუსიკალური ექსპერიმენტებისა და საინტერესო გამოცდილებისა,  აუდიტორიას ასევე საშუალებას მისცემს, მუსიკას სრულყოფილად მოუსმინოს  დარბაზის იმ წერტილშიც, სადაც აკუსტიკა ცუდია

აუდიო სისტემა  2018 წლის გაზაფხულზე დაანონსდა. ინოვაციურ აუდიო სისტემაზე ელტონ ჯონმა პლატფორმა Peex -თან ერთად იმუშავა. Peex -ის აუდიო სისტემა უკვე დაიტესტა და მას მუსიკოსის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში გამოიყენებენ. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები