Thumbnail

დრონზე დამონტაჟებულ ლიდარს წყალქვეშა კვლევებისთვის გამოიყენებენ

  • ლიდარს წყლის ქვეშ ობიექტების დაფიქსირება შეუძლია
  • Edge-ს ძირითადად ტოპოგრაფიული მიზნით გამოიყენებენ

ამერიკულმა კომპანია ASTRALiTe-მ დაამზადა კომპაქტური ლიდარი, რომლის დამონტაჟებაც დრონზე შეიძლება. ლიდარი Edge 5 კილოგრამს იწონის და მისი განთავსება შესაძლებელია საშუალო ზომის უპილოტო საფრენ აპარატზე. Edge-ს შეუძლია წყლის ქვეშ ობიექტების დაფიქსირება და წყლის სიღრმის გაზომვა. ხელსაწყო არჩევს თუ რა ხდება წყლის ქვეშ ხუთ მეტრამდე სიღმეზე.

თანამგზავრული ნავიგაციური სისტემის, აკუმულატორის და ბორტკომპიუტერის წყალობით სისტემა სრულად ავტონომიურია. ლიდარს ძირითადად ტოპოგრაფიული გადაღებებისთვის და რელიეფის შესასწავლად გამოიყენებენ. მის მონაცემებს გემები და წყალქვეშა ნავები გადასცემენ. 

ჯერჯერობით ASTRALiTe-ს ლიდარი საცდელ რეჟიმში გამოიყენება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე მისი სერიული წარმოების დაწყებას გეგმავენ. პირველი ქვეყანა, სადაც Edge-ის ლიდარებს დრონებზე დაამონტაჟებენ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები