Thumbnail

Samsung ბლოკის მოხსნის ხარვეზს აღმოფხვრის

  • Galaxy S10-ს  ბლოკს ნებისმიერი თითის ანაბეჭდი ხსნის. 
  • კომპანია ხარვეზს სისტემური განახლების გზით აღმოფხვრის. 

რამდენიმე დღის წინ, Samsung-მა ოფიციალურად აღიარა, რომ კომპანიის სმარტფონის ერთ-ერთ მოდელს Galaxy S10-ს თითის ანაბეჭდით  სისტემაში შესვლის ხარვეზი აქვს, კერძოდ - მოწყობილობის ბლოკს ნებისმიერი თითის ანაბეჭდი ხსნის. სისტემური ხარვეზის შესახებ, პირველად ბრიტანელმა მომხმარებელმა განაცხადა, რომლის ოჯახის წევრმა  სმარტფონს ბლოკი  სენსორზე თავისსავე თითის  მოთავსებით მოხსნა. 

გარდა იმისა, რომ მომხმარებლის  პირადი ინფორმაცია შესაძლოა დაუცველი აღმოჩნდეს,   Samsung Pay-ს მეშვეობით ფულადი ოპერაციების შესრულებაცაა შესაძლებელი - აღნიშნული ხარვეზის პირობებში კი, მოწყობილობის მფლობელი ფინანსური ზარალის საფრთხის წინაშე დგას. 

Samsung-მა, რომელიც ტექნოლოგიების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, ოფიციალური მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ხარვეზი შემდეგი კვირის ბოლომდე, სისტემური განახლების მეშვეობით  აღმოიფხვრება. სისტემურად  განახლდება შემდეგი მოდელები: Galaxy S10, S10 Plus,და S10 5G, ასევე  Galaxy Note 10 და  Note 10 Plus. 

კომენტარები

ბოლო ამბები