Thumbnail

ამერიკელი მეცნიერები გენეტიკური ინჟინერიის ახალ მეთოდზე მუშაობენ

  • გენეტიკური მოდიფიკაციის ამ გზით,  დნმ-ში შესაძლოა ხარვეზების 89% „ჩასწორდეს“.
  • კვლევაზე Broad Institute-ის  სპეციალისტები მუშაობენ. 

Როგორც ამერიკელი მეცნიერები იუწყებიან, მათ გენეტიკური მოდიფიკაციის ახალ მეთოდს მიაგნეს, რომელმაც შესაძლოა დნმ-ში ხარვეზების 89% "ჩაასწოროს". ეს  ნიშნავს, რომ გენური ინჟინერიის ამ გზით, შესაძლოა გენეტიკურად თითქმის სრულყოფილი ადამიანის არსებობა რეალობად იქცეს. 

მეცნიერების მტკიცებით, Prime Editing-ის სახელით ცნობილ მეთოდს ადამიანის გენეტიკის “გადაწერა” შეუძლია. ინჟინერიით თითქმის ყველა გენეტიკური დაავადება უჯრედულ დონეზე გამოირიცხება. კვლევაზე  Broad Institute-ის თანამშრომლები მუშაობენ, რომელთა თქმით, კვლევითი პროცესი იმდენად მრავალმხრივია, რომ ის ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. 

ადამიანის გენეტიკური კოდის მოდიფიკაციის შესახებ საუბარი უკვე წლებია მიდის - როგორც მედიაში, ასევე პროფესიულ წრეებში, თუმცა, ეს საკითხი, ჯერჯერობით თეორიის და სამომავლო პერსპექტივების ნაწილია. როგორც ამ კონკრეტულ კვლევაში ჩართული სპეციალისტები განმარტავენ, ახალი მეთოდი დნმ-ში  დამატებითი ინფორმაციის შეტანას ან პირიქით - წაშლას გულისხმობს. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები