Thumbnail

Volocopter-მა მფრინავი ტაქსის ტერმინალის პროტოტიპი წარმოადგინა

  • საფრენი აპარატის ტერმინალები დიდ ქალაქებში განთავსდება
  • სამ წელიწადში Volocopter მფრინავი ტაქსის კომერციული სერვისის ამოქმედებას გეგმავს

გერმანული კომპანია Volocopter უკვე წლებია მუშაობს მფრინავი ტაქსის პროექტზე და ამ პერიოდში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კომპანიის საფრენი აპარატი უკვე გამოსცადეს ჰელსინკის აეროპორტში, ასევე ქალაქის პირობებში. ბადენ-ვიურტემბერგის დედაქალაქი შტუტგარტი გახდა პირველი დასახლებული პუნქტი, რომლის საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატის საცდელი ფრენა შესრულდა. სამ წელიწადში Volocopter მფრინავი ტაქსის კომერციული სერვისის ამოქმედებას გეგმავენ. 

სინგაპურში გამართული ღონისძიების Intelligent Transport Systems World Congress-ის ფარგლებში კომპანიამ საკუთარი საფრენი აპარატისთვის საჰაერო ტერმინალის პროტოტიპი Voloport  წარმოადგინა. Volocopter-ის წარმომადგენლის განცხადებით სადგური მოდულური პრინციპით არის აგებული და მისი განთავსება შესაძლებელია ცათამბჯენის სახურავზე, პარკირების ადგილას ან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გვერდით.

გერმანული კომპანია მომავალში მფრინავი ტაქსის ტერმინალების განთავსებას ევროპის დიდ ქალაქებში გეგმავს. კლიენტი Voloport-ში უნდა მივიდეს, საიდანაც საფრენი აპარატი მას ქალაქის ნებისმიერ წერტილში გადაიყვანს. Volocopter-ის უპილოტო საფრენი აპარატი 30 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილება, ჰაერში კი 100 მეტრამდე სიმაღლეზე ადის. მფრინავ ტაქსს ორი მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები