Thumbnail

ქვემეხი, რომელიც 1850 კილომეტრზე ისვრის, ამერიკის არმიაში გამოჩნდება

  • ახალი ქვემეხი აშშ-ის არმიაში 2023 წელს გამოჩნდება
  • ქვემეხის გამოცდა ვირჯინიის შტატში განლაგებულ ბაზაზე დაიწყება

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე წელიწადში ყველა მძლავრი ქვემეხი ექნება. იარაღი, რომელიც პენტაგონმა დაუკვეთა, 1000 საზღვაო მილის მანძილზე ანუ 1850 კილომეტრზე ისვრის. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ რაფერტიმ აღნიშნა, რომ ეს ქვემეხი იმდენად ინოვაციურია, რომ ქვეყნის სამხედრო უწყებაში თავდაპირველად მსგავსი იარაღის შექმნას სკეპტიკურად უყურებდნენ.

შორს მსროლელი ქვემეხის ტექნიკური ელემენტების პირველი გამოცდა ვირჯინიის შტატში განლაგებულ დალგრენის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჩატარდება. ჯერჯერობით არ სახელდება ტექნოლოგია, რომელიც საფუძვლად უდევს ამ იარაღს. სავარაუდოდ დიდი ზომის ქვემეხი რეაქტიულ ჭურვებს გამოიყენებს. მძლავრი ქვემეხი აშშ-ის არმიას საშუალებას მისცემს მოწინაამღდეგის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები უპრობლემოდ გაანადგუროს. 


აშშ-ის არმიის შეიარაღებაში მყოფი ყველაზე დიდი ქვემეხი М109А6 Paladin-ია, რომელიც ჭურვებს 40 კილომეტრის მანძილზე ისვრის. ამ დრომდე ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი ქვემეხი “სქელი გუსტავია”, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის შეიარაღებაში იყო. “სქელ გუსტავს” მოწინაამღდეგის პოზიციების განადგურება 45 კილომეტრის რადიუსში შეეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები