Thumbnail

საკვების 3D პრინტერი, რომელიც სრულიად ახალ ინგრედიენტებს ქმნის

  • ალგორითმის მეშვეობით, პრინტერი  სრულიად ახალი ტექსტურის პროდუქტებს შექმნის.
  • ბეჭდვის პროცესში, კერძებისა თუ ინგრედიენტების პარამეტრების კონტროლია შესაძლებელი. 

კოლუმბიის უნივერსიტეტის ინჟინრებმა საკვების ახალი 3D პრინტერი შექმნეს, რომელიც კერძების დამზადების და საკვების მიღების ინოვაციურ მეთოდს გვთავაზობს. მაღალტექნოლოგიური სექტორისათვის, საკვები პრინტერები უცხო არ არის, თუმცა, აღნიშნული გამოგონება ალგორითმის მეშვეობით, სრულიად ახალი ტექსტურის პროდუქტების შექმნას  ხდის შესაძლებელს.

Good Algorithms - ასე ჰქვია ალგორითმს, რომელსაც ახალი 3D პრინტერი  იყენებს. როგორც კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ჰოდ ლიპსონი ამბობს, მოწყობილობით ისეთი ინგრედიენტებს შექმნაა შესაძლებელი, რომლებიც აქამდე არც კი წარმოგვედგინა. სხვადასხვა საკვები ნივთიერება სპეციალურ კოლბებში თავსდება, მოწყობილობა კი  კომბინაციების მეშვეობით ვიზუალურად იდეალურ ფორმებს ქმნის. 

საკვების ბეჭდვის პროცესში, ადამიანი სრულებით აკონტროლებს ისეთ პარამეტრებს, როგორიც არის ტემპერატურა, ზომა, კონსისტენცია და სხვა მახასიათებლები. როგორც გამოგონების პროექტში ჩართული სპეციალისტები აცხადებენ, მოწყობილობის გამოყენება  კულინარიის და საკვების წარმოების ყველა მიმართულებით იქნება შესაძლებელი -  მათ შორის კონდიტერიაში, სადაც ვიზუალურ მხარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 3D პრინტერი გათვლილია როგორც რესტორნებსა და სხვა საკვებ კომერციულ ობიექტებზე, ასევე, სურვილის შემთხვევაში -  საოჯახო სამზარეულოებზე.

კომენტარები

ბოლო ამბები