Thumbnail

ტრანსპორტი მომავლიდან - Lexus-მა პირველი ელექტრომობილი დააანონსა

  • ავტომობილის კორპუსის ზედა ნაწილი მაღალტექნოლოგიური შუშისგან არის დამზადებული.
  • მგზავრის მოთავსებისას,  სალონის სავარძლები ტრანსფორმირდებიან.

Ძვირადღირებული ავტომანქანების მწარმოებელი Lexus პირველ ელექტრომობილს აანონსებს. Toyota-ს შვილობილი კომპანია მოდელის კონცეფტს  2019 წლის ნოემბერის დასაწყისში, ტოკიოს ავტო შოუზე ოფიციალურად წარადგენს. 

კომპანიას  ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, რომლითაც Lexus-ის მოდელები მომავლის ტრანსპორტს დაემსგავსება. ჟესტებით კონტროლი, დამატებული რეალობა, თვითმართვადი სისტემა და ელექტრომობილის დრონები - ეს ის მახასიათებლებია, რომლით აღჭურვილ ელექტრო ტრანსპორტს Lexus თავის მომხმარებლებს ჰპირდება.  

რაც შეეხება აღნიშნულ მოდელს, ოთხადგილიანი ელექტრომობილი ფუტურისტული დიზაინით ხასიათდება. ავტომობილის კორპუსის ზედა ნაწილი მთლიანად  სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული შუშის არის. მაღალტექნოლოგიური ფუნქციიდან გამომდინარე,   შუშებს შეუძლიათ გარედან შემომავალი სინათლის დონე აკონტროლონ და სურვილის შემთხვევაში, მთლიანად დაბლოკონ.  სალონის სავარძლები ინოვაციური ე.წ “ხელოვნური კუნთის ტექნოლოგიით” არის დამზადებული, რომლებიც მგზავრის მოთავსებისას ფორმას იცვლიან. 

Lexus-ის ახალ ავტომობილში სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება ხმოვანი სიგნალების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. მძღოლი და მგზავრები განსაზღვრავენ ელექტრომობილის სალონის ტემპერატურას, აუდიო სისტემის ფუნქციებს, ასევე ავტომობილის მართვისა და ნავიგაციის პროცესს. 

გავრცელებული ინფორმაცია საკმარის საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ Lexus მომავლის  ელექტრომობილების და  რევოლუციური მოდელების მწარმოებლად განვიხილოთ. რეალურ სურათს კი ავტო ინდუსტრია, მედია და სრულიად მსოფლიო ტოკიოს 46-ე მიმდინარე ავტო შოუზე იხილავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები