Thumbnail

Mazda-მ პირველი ელექტრომობილი გამოუშვა

  • MX-30-ის წინასწარი შეკვეთები 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყება.
  • წინასწარი ინფორმაციით, მოდელის ფასი დაახლოებით 38,500 ამერიკული დოლარი იქნება. 

ავტომობილების იაპონურმა კომპანია Mazda-მ პირველი ელექტრომობილი - მოდელი Mazda MX-30 გამოუშვა. ავტომობილს სხვა მოდელებთან შედარებით, ორიგინალური დიზაინი აქვს -  უკანა კარები სტანდარტულის საპირისპიროდ იხსნება. ელექტრო ავტომობილს 141 ცხენის ძალა აქვს. 35.5 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეით აღჭურვილი მოდელი, ერთი სრული დატენვით, 209 კილომეტრს ფარავს. 

ავტომობილის სალონში 7-დიუმიანი სენსორული ეკრანია განთავსებული, რომლითაც ჰაერის კონდიცირების სისტემა იმართება. სავარძლების დიზაინში არ არის გამოყენებული ნატურალური ტყავის მასალა, რაც კომპანიის მხრიდან გარემოზე ზრუნვის კიდევ ერთი განაცხადია. 

ტოკიოს ავტო შოუს ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  MX-30-ის წინასწარი შეკვეთები 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყება. ამის შემდეგ, ელექტრომობილი გაყიდვაში იაპონიის ავტობაზარზე ჩაეშვება, ევროპის ქვეყნებში კი - 2021 წლის დასაწყისში. მოდელის ფასი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, Mazda MX-30 დაახლოებით 38, 500 ამერიკული დოლარი ეღირება. 

კომენტარები

ბოლო ამბები