Thumbnail
  • თანამგზავრული ინტერნეტი პირველად ილონ მასკმა გამოიყენა
  • Starlink-ით სარგებლობას მომხმარებელი 2020 წლიდან შეძლებს

პირველად შეტყობინება Starlink-ის საშუალებით თავად Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გააგზავნა. მასკმა ტვიტერში დაპოსტა, რომ შეტყობინებას თანამგზავრული ინტერნეტის ქსელით აგზავნიდა და შემდეგ გაკვირვებულმა აღნიშნა, რომ Starlink-ი უკვე მუშაობს. იმისათვის, რომ ქსელმა მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყოს Space X-მა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრები კოსმოსში მინიმუმ ხუთჯერ უნდა გაუშვას. ჯერჯერობით კომპანიამ ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხა, თუმცა უკვე გაშვებული თანამგზავრებითაც შესაძლებელია სისტემის ამოქმედება.

Space X-ის პრეზედენტი გვინ შოთველი აცხადებს, რომ თანამგზავრული ინტერნეტი მომხმარებლისთვის 2020 წელს ამოქმედდება. კომპანიის გეგმებშია 2020 წლის ბოლომდე სატელეკომუნიკაციო თანამგზავრები კოსმოსში კიდევ 24-ჯერ გაუშვას. პროექტი გლობალურია, მაგრამ პირველ რიგში თანამგზავრული ინტერნეტი ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილში ამოქმედდება.

მაისის ბოლოს კომპანია Space X-მა დედამიწის ორბიტაზე 60 სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა. თითქმის ყველა თანამგზავრი უპრობლემოდ ამუშავდა. ისინი დედამიწიდან 550 კილომეტრის მანძილზე განლაგდნენ. თავდაპირველი გეგმის მიხედვით Starlink-ის ფარგლებში მასკის კომპანია 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ამ ციფრების კორექტირება მოხდა. Space X ამ ეტაპზე კოსმოსში უკვე 30 ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები