Thumbnail
  • ავტონომიური მატარებელი 175 კილომეტრიან მონაკვეთზე იმოძრავებს
  • პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყება

სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში დააანონსეს, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მაგლევ მატარებლის პროექტზე მუშაობენ. ხუბეის პროვინციაში 200 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზი გაიხსნება. ამ მონაკვეთზე მაგლევ მატარებელმა 1000 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაოს. კიდევ ერთი მიმართულება, რომლითაც ჩინეთის მთავრობა დაინტერესდა, სრულად ავტონომიური მატარებელია. 

პეკინი-ჩჟანცზიაკოუს 175 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტონომიური ლოკომოტივების გამოყენებას გეგმავენ. პირველ ეტაპზე დაზღვევის მიზნით ლოკომოტივში მემანქანის ყოფნა აუცილებელია. 175 კილომეტრიან ექსპერიმენტული მონაკვეთზე “ჭკვიან სადგურებს” გახსნიან, ლიანდაგის ხაზზე სხვადასხვა დაზიანებების შესაკეთებლად კი რობოტებს გამოიყენებენ.

ავტონომიური მატარებლები ორ ქალაქს შორის მოძრაობას 2019 წლის ბოლოს დაიწყებენ.  2022 წელს ჩინეთის დედაქალაქი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ჩინეთის მთავრობას სურს ამ დრომდე პეკინში რამდენიმე ინოვაციური პროექტი განახორციელოს.

კომენტარები

ბოლო ამბები