Thumbnail

Lilium-მა მფრინავი ტაქსის სადემონსტრაციო ფრენის ვიდეო გაავრცელა

  • საფრენ აპარატს ხუთი მგზავრის გადაყვანა შეუძლია
  • Lilium-ის მფრინავი ტაქსის სერვისი ევროპაში 2025 წელს ამოქმედდება

მფრინავი ტაქსის სერვისის ამოქმედებას უახლოეს წლებში რამდენიმე კომპანია გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანული Volocopter-ია, რომელმაც საკუთარი პროტოტიპი ჰელსინკის აეროპორტში, შტუტგარტში და სინგაპურში გამოსცადა. თუმცა Volocopter-ზე არანაკლები ამბიციური გეგმები აქვს კიდევ ერთ გერმანულ კომპანია Lilium-ს.

Lilium Jet დიზაინერ ფრენკ სტივენსონის მონაწილეობით შექმნილი უპილოტო საფრენი აპარატია. Volocopter-ის მსგავსად Lilium Jet-ს ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. ელექტრო თვითმფრინავი ფრენას 300 კილომეტრის მანძილზე შეძლებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია. ნახევარი წლის წინ გერმანულმა კომპანიამ განახლებული ხუთადგილიანი ელექტრო თვითმფრინავის მოდელი წარმოადგინა. ამჯერად კი ინტერნეტში Lilium Jet-ის საცდელი ფრენის ვიდეო გავრცელდა.

Lilium Jet საფრენი აპარატის კომერციული მიზნით გამოყენებას 2025 წლისთვის გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით Lilium Jet-ის მფრინავი ტაქსის სერვისი თავდაპირველად გერმანიის და ევროპის დიდ ქალაქებში ამოქმედდება. ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში საჰაერო გზით გადასვლის ღირებულება დაახლოებით 70 დოლარი ეღირება, თუმცა მომავალში კომპანია მგზავრობის ღირებულებას გააიაფებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები