Thumbnail

Google აცხადებს, რომ უმძლავრესი კვანტური პროცესორი შექმნა

  • პროცესორს შეუძლია 200 წამში განახორციელოს ის ოპერაცია, რისთვისაც ჩვეულებრივ კომპიუტერს 10,000 წელი დასჭირდება.
  • გამოგონების წარმატების შემთხვევაში, ტექნოლოგიაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება. 

ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Google-მა სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში ახალი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ოფიციალურად დაადასტურა, რომ უმძლავრესი პროცესორი "კვანტური უზენაესობა" შექმნა. ეს არის კომპიუტერის პროცესორი, რომელსაც 200 წამში შეუძლია შეასრულოს ის ოპერაციები, რასაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კლასიკური კომპიუტერი 10,000 წელს მოანდომებს. აღნიშნული სიახლე გულისხმობს, რომ Google ტექნოლოგიურ სექტორში რევოლუციურ ცვლილებებს მოახდენს.

სტატიიაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, კვანტური პროცესორი Sycamore 54-კუბიტიანია. კვანტური ინფორმაციის ერთეულის ამ მონაცემებით, Google-ის პროცესორს ისეთი ოპერაციების განხორციელება შეუძლია, რაც არა-კვანტური კომპიუტერისათვის სრულიად შეუძლებელია. 

Google-ის სტატიას  კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია IBM გამოეხმაურა. IBM-მა, რომელიც ასევე სუპერ-კომპიუტერების შექმნაზე მუშაობს, Google-ის განცხადება გადაჭარბებულად შეაფასა. კორპორაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს,  რომ სტატიაში ნახსენებ ოპერაციებს კლასიკური კომპიუტერი 2-3 დღეში შეასრულებს და ამ პროცესს 10,000 წელი სრულებით არ სჭირდება. 

IBM-ის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, სამეცნიერო და კვლევითი სექტორის არაერთმა სპეციალისტმა ჟურნალ The New York Times-თან საუბრისას, Google-ის ეს პროექტი 1903 წლის მოვლენას შეადარა -  როცა გამომგონებელმა ძმებმა რაიტებმა პირველი საფრენი აპარატი გამოსცადეს და სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას საპირისპირო დაუმტკიცეს. 

შესაძლოა წლები გავიდეს იმ მომენტამდე, სანამ კაცობრიობა კვანტურ კომპიუტერებს პრაქტიკულად გამოიყენებს, თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ Google-მა ტექნოლოგიაში ახალი ეპოქა დაიწყოს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები