Thumbnail
  • ელექტრომობილში ორი ადამიანი თავსდება
  • უცნობია დაიწყებს თუ არა Mitsubishi Mi-Tech-ის სერიულ წარმოებას

ტოკიოს ავტოშოუზე წელს ავტომწარმოებლებმა ელექტრომობილებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. Mitsubishi-ის მაღალი გამავლობის ელექტრომობილის დიზაინი მინიმალისტურთან ერთად აგრესიულიც არის. ელექტრომობილს გააჩნია დამატებითი ძრავა, რომელიც დიზელზე ან სპირტზე მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილთან ახლოს დასამუხტი სადგური არ არის, ელექტრომობილი სწორედ ამ ძრავის გამოყენებით გადაადგილდება.

Mi-Tech-ის თითოერულ საბურავს საკუთარი ელექტრო ძრავა აქვს, რაც ავტომობილს საშუალებას აძლებს ადგილზე თითქმის 180 გრადუსით შემობრუნდეს. სენსორები და რადარები ინფრომაციას ჭკვიან სისტემა Mi-Pilot-ს მიაწვდიან. საჭიროების შემთხვევაში სისტემა ელექტრომობილის მართვას თავად შეძლებს.

ელექტრომობილს სენსორული პანელები არ გააჩნია. ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის რუკაც ავტომობილის წინა საქარე მინაზე გამოდის. ჯერჯერობით გაურკვეველია დაიწყება თუ არა ამ ავტომობილის სერიული წარმოება. დიდი ალბათობით Mi-Tech-ის ინოვაციურ ტექნოლოგიებს იაპონური კომპანიის ინჟინრები სხვა მოდელებზე მუშაობის დროს გამოიყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები