Thumbnail

Jaguar-მა ახალი ჰიპერ ავტომობილის კონცეპტი წარადგინა

  • მოდელის დიზაინი GT (Gran Turismo)-ში წარმოდგენილი ავტომობილის მიხედვით შეიქმნა.
  • ავტომობილის  წარმოებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები ჯერჯერობით უცნობია. 

ძვირადღირებული ავტომობილების ბრიტანულმა მწარმოებელმა Jaguar-მა  ელექტრომობილის ახალი რევოლუციური მოდელის კონცეპტი  წარადგინა. აღნიშნული მოდელით, კომპანია პროექტ Vision Gran Turismo-ს შეუერთდა, რომელიც ვიდეოთამაშ GT (Gran Turismo)-ში წარმოდგენილი ავტომობილების გაცოცხლებას და მათი რეალური დიზაინის შექმნას გულისხმობს. 

ავტომობილის დიზაინი თავდაპირველად Gran Turismo Sport -ში გამოჩნდება - PlayStation 4-თან თავსებად ვიდეოთამაშში, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილის წარმოება ჯერ არ დაწყებულა და საუბარია მხოლოდ კონცეფციაზე, კომპანიამ  მოდელის მახასიათებლები მაინც დააანონსა: სამ ძრავიანი სისტემის ელექტრომობილს დაახლოებით 1,000 ცხენის ძალა აქვს..

ავტომობილი იშვიათი და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა, რომელიც, Jaguar-ის განცხადებით, მწარმოებლის კლასიკური სპორტული მოდელებით არის შთაგონებული. ელექტრომობილის შუშებში დამატებული რეალობის ტექნოლოგიაა ინტეგრირებული, სალონში კი ჰოლოგრამის სისტემაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ნავიგაციის და ავტომობილის სხვადასხვა მონაცემს ხდის თვალსაჩინოს. ამ მახასიათებლების მიხედვით, Jaguar-მა მსოფლიო ავტო ინდუსტრიას მომავლის მოდელების  დიზაინის შექმნა დაუანონსა. 

ელექტრომობილის წარმოებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება თავად  Vision Gran Turismo-ს პროგრამას -  პროექტის ინიციატივა Sony-ს ეკუთვნის, რომელმაც ავტომწარმოებლები ვიდეოთამაშში წარმოდგენილი მოდელების რეალური დიზაინის შესაქმნელად გამოიწვია. აღნიშნულ პროექტში ჩართულობა ავტო კომპანიებს წარმოდგენილი კონცეპტის რეალურ წარმოებას არ ავალდებულებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები