Thumbnail

Tesla მზის პანელების სახურავების წარმოებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

  • კომპანიამ მზის პანელების სახურავის ახალი ვერსია წარმოადგინა
  • მასკი მიიჩნევს, რომ Tesla-ს ენერგეტიკის სექტორს დიდი პერსპექტივა აქვს

ილონ მასკის კომპანიამ მზის პანელების სახურავის განახლებული, მესამე ვერსია წარმოადგინა. Tesla-ს დამფუძნებლის განცხადებით ახალი სახურავები წინა ვერსიებთან შედარებით ბევრად გამძლე და ეფექტურია. მზის პანელების სახურავების წარმოებას და დამონტაჟებას კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს.

მზის პანელების სახურავების ღირებულებამ მნიშვნელოვნად იკლო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი უახლესი პანალების სახურავის მონტაჟი იგივე ჯდება, რაც სახლის სახურავის სტანდარტული მასალით გადახურვა. თავად ილონ მასკი მიიჩნევს, რომ მომავალში Tesla-ს ენერგეტიკის სექტორი, რომელშიც ასევე შედის ენერგიის შენახვის სისტემების წარმოება, უფრო მომგებიანი გახდება, ვიდრე ავტომობილების გაყიდვა.

მზის პანელების სახურავების წარმოება Tesla-ს ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა დაეწყო. კომპანიის მენეჯმენტს და პირველ რიგში თავად ილონ მასკს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ძირითადი ყურადღება ელექტრომობილების წარმოებაზე გადაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ Tesla-მ 2016 წელს ენერგეტიკული კომპანია Solar City-ს შემოიერთა, ბოლო დრომდე მზის ენერგიის სექტორი კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებად არ განიხილებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები