Thumbnail

Hyundai კალიფორნიაში თვითმავალი ტაქსის სერვისს დანერგავს

  •  Hyundai  თვითმართვადი ტრანსპორტის განვითარებისათვის 35 მილიარდი  დოლარის ინვესტიციას გეგმავს
  • სერვისი სატესტო რეჟიმში 2019 წლის 4 ნოემბერს ამოქმედდება. 

სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი Hyundai კალიფორნიაში თვითმავალი ტაქსის სერვისის ამოქმედებას გეგმავს, რომლით სარგებლობა მძღოლებისათვის სრულიად უფასო იქნება. ეს გადაწყვეტილება ავტომწარმოებელი კომპანიის მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც Hyundai თვითმავალი ტრანსპორტის განვითარებისათვის, 35 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციის გაღებას გეგმავს. 

სერვისით სარგებლობას აპლიკაციის მეშვეობით ის მძღოლები შეძლებენ, რომელთა ავტომობილები განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ავტომობილები სრულიად თვითმართვადი არ იქნება, დამატებითი უსაფრთხოებისათვის საჭესთან მძღოლის ჯდომა აუცილებელია. 

Hyundai  არ არის პირველი კომპანია, რომელიც თვითმართვადი ტაქსების სერვისის დანერგვაზე მუშაობს, მსგავსი პროექტი უკვე დააანონსა Toyota-მაც. იაპონური კომპანია სერვისის ამოქმედებას ტოკიოში, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის გეგმავს. რაც შეეხება Hyundai-ის თვითმართვადი ტაქსების პლატფორმას, ის 2019 წლის 4 ნოემბერს, კალიფორნიის ტერიტორიაზე, სატესტო რეჟიმში ამოქმედდება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები