Thumbnail
  • Space X-ის მიზანია გიგანტური რაკეტა მთვარეზე პილოტირებულ მისიამდე მოხვდეს
  • რაკეტამ მთვარეზე ასტრონავტებისთვის საჭირო ტვირთი უნდა დატოვოს

Space X-ის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი გიგანტური რაკეტა Starship-ია. რაკეტის უმთავრესი მიზანი მთვარეზე და მარსზე პილოტირებული მისიების შესრულებაა. Space X-ის პრეზიდენტის გვინ შოთველის განცხადებით კომპანიის მენეჯმენტის მიზანია Starship  დედამიწის თანამგზავრზე უკვე 2021 წელს გაუშვას. 

ჩვენი სურვილია უახლოეს წელიწადში Starship ორბიტაზე გავიდეს. ამის შემდეგ უკვე მთვარის მისიაზე გადავერთვებით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ რაკეტა მთვარეზე 2022 წლამდე დაჯდეს. იდეალური ვარიანტი 2021 წელია. გვინდა დედამიწის თანამგზავრზე სასარგებლო ტვირთის დატოვება იმ ასტრონავტებისთვის, რომლებიც მთვარეზე 2024 წელს მოხვდებიან. დამატებითი რესურსი ასტრონავტებს დიდ დახმარებას გაუწევს - გვინ შოთველი, Space X-ის პრეზიდენტი. 

Space X-ის ინჟინრები გიგანტური რაკეტის ორ პროტოტიპზე ერთდროულად ორ ადგილას მუშაობენ. Mk1 ამჟამად ამჟამად ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე იმყოფება. ინჟინრები მისი კონსტრუქციის დამუშავებას ჯერ კიდევ აგრძელებენ. პარალელურად ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე Space X-ის გუნდი მეორე პროტოტიპზე, Mk2-ზე მუშაობს.

ილო მასკის განცხადებით Space X-ის ორივე გუნდი პარალელურ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ორბიტას ან ტეხასში აწყობილი პროტოტიპი Mk3  მიაღწევს ან ფლორიდაში დამზადებული Mk4. იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური ხომალდები მრავალჯერადი დანიშნულების არიან, Space X-ის დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ მათი გამოცდა მოკლე პერიოდში მოხერხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები