Thumbnail

Xiaomi-ის ახალი სმარტფონი 108-მეგაპიქსელიანი კამერით

  • Xiaomi მობილურ მოწყობილობას 5 ნოემბერს ოფიციალურად წარადგენს.
  • ვარაუდობენ, რომ მოდელი ტექნოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი გახდება. 

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ახალი სმარტფონი დააანონსა. მოდელს სახელწოდებით Xiaomi Mi CC9 108-მეგაპიქსელიანი ხუთმაგი კამერა  აქვს. კომპანიამ 108-მეგაპიქსელიანი მობილური ტელეფონი ადრეც გამოუშვა - ეს იყო ლიმიტირებული მოდელი სახელწოდებით Mi Mix Alpha. Xiaomi Mi CC9 კი შეუზღუდავ წარმოებაში ჩაეშვება. 

მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi არ არის მობილური ტექნოლოგიების ლიდერი, მისი გამოშვებული მოდელები ყოველთვი ბიუჯეტურ პროდუქტად მიიჩნევა. ეს ტენდენცია სავარაუდოდ აღნიშნულ სმარტფონზეც გავრცელდება. სწორედ ამიტომ, როგორც ტექნოლოგიების მიმომხილველი ბლოგერები აცხადებენ, Xiaomi Mi CC9-მ  შესაძლოა ამ სფეროს გიგანტი კომპანიების პროდუქტებს გაუწიოს დიდი კონკურენცია. 

Xiaomi Mi CC9-ის შესახებ, ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები არ არის ცნობილი. Xiaomi მობილურ მოწყობილობას, სავარაუდოდ, 5 ნოემბერს დაანონსებულ ღონისძიებაზე ოფიციალურად წარადგენს და ტექნიკურ მახასიათებლებსაც დეტალურად გაასაჯაროვებს. ღონისძიებაზე კომპანია ასევე წარადგენს  ჭკვიან საათს და ახალი თაობის ტელევიზორის მოდელს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები