Thumbnail
  • Hyundai-მ აშშ-ში სატვირთო ავტომობილის კონცეპტი წარმოადგინა
  • ავტომობილის დიზაინზე გავლენა არტ დეკოს სტილმა იქონია

კორეულმა კომპანია Hyundai-მ წყალბადის ელემენტებზე მომუშავე სატვირთო ავტომობილი წარმოადგინა. HDC-6 Neptune ძირითადად ჩრილოეთ ამერიკის ბაზარზე გათვლილი. Hyundai-ს დიზაინერებისთვის შთაგონების წყარო მეოცე საუკუნის 30-იან წლებში არტ დეკოს სტილში შექმნილი მატარებელი იყო. ავტომობილი ვიზუალურად წააგავს მატარებლის დიზაინს, რომელსაც აშშ-ის რკინიგზისთვის სახელგანთქმული დიზაინერი ჰენრი დრეიფუსი ქმნიდა.

Hyundai-ის ინჟინრებს იმედი აქვთ, რომ HDC-6 Neptune ისეთივე გავლენას იქონიებს სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიის განვითარებაზე, როგორც თავის დროზე დრეიფუსის მატარებლებმა იქონიეს სარკინიზგო ტრანსპორტის მომავალზე. მიუხედავად რეტრო დიზაინისა HDC-6 Neptune უახლესი და ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. 

კორეული კომპანია წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტის დანერგვის მხრივ ერთ-ერთი ლიდერია. შეერთებული შტატებთან ერთად Hyundai აქტიურად ცდილობს ევროპის ბაზრის ათვისებას. შვეიცარიულ კომპანია H2 Energy-სთან მიღწეული შეთანხმებით კორეული ავტომწარმოებელი 2023 წლამდე ევროპის ბაზარს 1600 წყალბადის ელემენტებზე მომუშავე სატვირთო ავტომობილს მიაწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები