Thumbnail

Apple-მა ახალი ყურსასმენები AirPods Pro გამოუშვა

  • AirPods Pro წყალგამძლე მოდელია და ხმაურის ჩამხშობი ფუნქცია აქვს. 
  • მოდელის ფასი 249 ამერიკული დოლარია. 

Apple-მა  უსადენო ყურსასმენების ახალი მოდელის - AirPods Pro-ს გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური პრეს-რელიზის საშუალებით გაავრცელა. AirPods Pro წყალგამძლე მოდელია და ხმაურის ჩამხშობი ფუნქცია აქვს, რომლის აქტივაცია მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული.

მოწყობილობის ბატარეა უწყვეტ რეჟიმში მუშაობის პირობებში 5 საათს ძლებს, თუმცა დამტენი ქეისი ყურსასმენების 24 საათამდე მუშაობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება დიზაინს,  ყურსასმენები Apple-სათვის ჩვეული - თეთრი ფერის არის. მისი ბალიშები მაღალი ხარისხის სილიკონისგან არის დამზადებული, რაც ყურში მოთავსებისას დისკომფორტს გამორიცხავს. 

მოდელის წინასწარი შეკვეთები უკვე ხელმისაწვდომია, Apple-ის მაღაზიებში კი ის 30 ოქტომბრიდან გამოჩნდება.  AirPods Pro-ს ფასი 249 ამერიკული დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის პირველი პროდუქტია, რომელიც "PRO"  კატეგორიის აღმნიშვნელი დასახელებით გამოვიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები