Thumbnail

კალიფორნიაში თვითმავალი ტაქსი კლიენტებს უფასოდ მოემსახურება

  • ქალაქ ირვაინის მცხოვრებლებს სერვისით სარგებლობა სამი თვე შეეძლებათ
  • ექსპერიმენტს ჩინური სტარტაპი Pony.ai ატარებს

ჩინურმა სტარტაპმა Pony.ai-მ გადაწყვიტა უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება. კალიფორნიის ქალაქ ირვაინში ჩინური კომპანია თვითმავალი ტაქსის სერვისს აამოქმედებს. თუმცა მგზავრებს ტაქსით სარგებლობის დროს თანხის გადახდა არ მოუწევთ. ექსპერიმენტმა უნდა დაადგინოს თუ როგორ პირობებში მოუწევს მუშაობა თვითმავალ ტრანსპორტს სერვისის რეალურად ამოქმედების შემთხვევაში. 

ტაქსის სერვისით უფასოდ სარგებლობა ირვაინის მცხოვრებლებს 2019 წლის 4 ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე შეეძლებათ. ტაქსის გამოძახება შესაძლებელია მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 280 ათასია, Hyundai KONA Electric-ის 10 თვითმავალი ავტომობილი გამოჩნდება. დაზღვევის მიზნით საჭესთან მძღოლი იჯდება, თუმცა მისი ჩარევა მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში გახდება საჭირო. 

აღსანიშნავია, რომ ჩინურმა კომპანიამ მსგავსი ექსპერიმენტი 2019 წლის გაზაფხულზე ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში განახორციელა.  Pony.ai ასევე აქტიურად თანამშრომლობს იაპონურ ავტოგიგანტ Toyota-სთან. ორი კომპანია პეკინში და შანხაიში თვითმავალი ტრანსპორტის დანერგვის პროექტზე მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები