Thumbnail

Xiaomi ჭკვიან საათს გამოუშვებს

  •  Mi Watch  კომპანიის პირველი სრულად ფუნქციური ჭკვიანი საათია. 
  • მოწყობილობის შესახებ სრული ინფორმაცია 5 ნოემბერს გასაჯაროვდება.

ელექტროტექნიკის მწარმოებელმა ჩინურმა კერძო კომპანია Xiaomi-მ ორი დღის წინ, 108-მეგაპიქსელიანი სმარტფონი, მოდელი სახელწოდებით - Xiaomi Mi CC9 Pro დააანონსა. ამჯერად კი, კომპანიამ კიდევ ერთი ახალი პროდუქტის - ჭკვიანი საათის გამოშვების შესახებ განაცხადა. მოდელის სავარაუდო სახელია - Mi Watch და ის კომპანიის პირველი სრულად ფუნქციურინ ჭკვიანი საათია. 

გავრცელებული ფოტოების მიხედვით,  Mi Watch-ის დიზაინი Apple-ის საათის უკანასკნელ მოდელს ჰგავს, თუმცა, კორპუსი უფრო მასიურია. მოწყობილობას შემომავალი და გამავალი ზარების სმარტფონთან ინტეგრირების ფუნქცია ექნება.  Mi Watch აღჭურვილია  Wi-Fi და  GPS სისტემით, მასში ინტეგრირებულია  ორ მოწყობილობას შორის მონაცემთა გაცვლის უსადენო კავშირის (NFC) ჩიპი, ასევე -   eSIM სპეციალური მიკროჩიპი. 

Mi Watch-ის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. ტექნიკურ მახასიათებლებს, გამოსვლის თარიღს და ფასს Xiaomi 5 ნოემბერს დაგეგმილ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე გაასაჯაროვებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები