Thumbnail

არიზონას სუპერ-ტელესკოპის მეშვეობით ბნელი მატერიის ფენომენს გამოიკვლევენ

  • ტელესკოპი 35 მილიონ გალაქტიკას დააფიქსირებს.
  • სამეცნიერო პროექტმა, შესაძლოა, ბნელი ენერგიის იდუმალ ფენომენს მოჰფინოს ნათელი. 

არიზონაში მდებარე სუპერ ტელესკოპი ჩვენი სამყაროს ყველაზე დეტალური კვლევის პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში, ტელესკოპი 35 მილიონ გალაქტიკას დააფიქსირებს. ხუთ-წლიანი პროგრამის ფარგლებში, მეცნიერები მიზნად ისახავენ, ნათელი მოჰფინონ ბნელი ენერგიის ფენომენს - საიდუმლოებით მოცულ ენერგიას, რომელსაც სამყაროს გაფართოების მიზეზად მიიჩნევენ. 

სუპერ-ტელესკოპი 5,000 პატარა ტელესკოპისაგან შედგება, რომელიც ყოველ 20 წუთში აღბეჭდავს გალაკტიკას. ამგვარად, მეცნიერები შეძლებენ ერთ წელში დააკვიდნენ იმ რაოდენობის გალაქტიკას, რამდენსაც იმავე დროში შეძლებდა მსოფლიოს ყველა ტელესკოპი ერთად.  

რა არის ბნელი ენერგია?

მეცნიერების აზრით,  დროთა განმავლობაში სამყაროს გაფართოების პროცესი შენელდებოდა მიზიდულობის ძალით, თუმცა, 1998 წელს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ  გაფართოება არ წყდებოდა, პირიქით - ჩქარდებოდა. ამას კი ამოუხსნელი უარყოფითი ძალა განაპირობებდა, რასაც ასტრონომებმა "ბნელი ენერგია" უწოდეს. რევოლუციური აღმოჩენა იყო ისიც, რომ ბნელი მატერია სამყაროს უმეტეს ნაწილს შეადგენს. 

მიუხედავად ამ აღმოჩენისა, 20 წლის შემდეგაც, ბნელ მატერიაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ის შეუსწავლელი ფენომენია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული სამეცნიერო პროექტი ისტორიული მნიშვნელობის არის და ბევრი პასუხის გაცემა შეუძლია სამყაროს წარმოშობასა და მის მომავალზე.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები