Thumbnail

Starship ლონდონიდან ჰონკონგში 34 წუთში ჩავა

  • Space X გიგანტურ რაკეტას მგზავრების გადასაყვანად გამოიყენებს
  • Starship-ით მგზავრობის ღირებულება ეკონომ კლასის ბილეთზე ოდნავ ძვირი იქნება

კოსმონავტიკის ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტა Starship ილონ მასკის კომპანიის ყველაზე ამბიციური პროექტის განსახორციელებლად იქმნება. Starship-ის პროტოტიპი Mk1 ამჟამად ამჟამად ტეხასში, ბოკა ჩიკას პოლიგონზე იმყოფება. ინჟინრები მისი კონსტრუქციის დამუშავებას აგრძელებენ. პარალელურად ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე Space X-ის გუნდი მეორე პროტოტიპზე, Mk2-ზე მუშაობს. უახლოეს პერიოში Starship-მა ორბიტას უნდა მიაღწიოს, ამის შემდეგ კი დაიწყება მთვარეზე და მარსზე პილოტირებული მისიების დაგეგმვა. 

Starship-ს მხოლოდ კოსმოსის ათვისებისათვის არ გამოიყენებენ. გიგანტური რაკეტის საშუალებით ტვირთებს დედამიწის ერთი ნაწილიდან მეორეში უსწრაფესად გადაიტანენ. Space X აპირებს კონკურენცია სამოქალაქო ავიაციასაც გაუწიოს და რაკეტით მგზავრები გადაიყვანოს. კომპანიის პრეზიდენტის გვინ შოთველის განცხადებით ლონდონიდან ჰონკონგში გიგანტური რაკეტა სულ რაღაც 34 წუთში ჩავა, მაშინ როდესაც თვითმფრინავს ამავე მარშრუტის დასაფარად 12 საათი სჭირდება.

Space X ამ ეტაპზე არ აცხადებს მსგავსი რეისის ბილეთის ფასს, თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მგზავრობის ღირებულება თვითმფრინავის ეკონომ კლასის ბილეთთან შედარებით ოდნავ ძვირი იქნება. გიგანტური რაკეტა ათასამდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები