Thumbnail

 სტრიმინგ სერვის HBO Max-ის შესახებ ახალი დეტალები გასაჯაროვდა

  • HBO Max-ის მომსახურების ერთ-წლიან პაკეტს  გარკვეული მომხმარებლები  უფასოდ მიიღებენ.
  • HBO Max 2020 წლის მაისში გაეშვება. 

ტელეკომუნიკაციების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კონგლომერატმა - AT&T-მ დაანონსებული სტრიმინგ სერვისი -  HBO Max ოფიციალურად წარადგინა და მის შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა. HBO Max 2018 წელს,   AT&T-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანია WarnerMedia- მ  დააანონსა, ამჯერად კი, სერვისის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციაა ცნობილი.

HBO Max 2020 წლის მაისში გაეშვება და მისი ყოველთვიური პაკეტის ღირებულება 14.99 ამერიკული დოლარი იქნება. თუმცა, AT&T გეგმავს, რომ ერთწლიანი პაკეტის მომსახურება  საჩუქრად გადასცეს გარკვეულ მომხმარებლებს. სერვისზე წვდომა გადასახადის გარეშე ექნებათ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც  HBO  AT&T-ის სერვისის მეშვეობით უკვე გამოიწერეს, მათი რიცხვი კი დაახლოებით 10 მილიონი ადამიანისაგან შედგება. 

როგორც AT&T-ის ოფიციალურმა წარმომდგენლებმა განაცხადეს, კონგლომერატის მიზანია, უფასო პაკეტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა მომხმარებელმა გააგრძელოს HBO Max-ის გამოწერა, ამას კი კომპანია კომფორტული და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებით გეგმავს. გარდა ამისა, AT&T-ის გეგმაა, 2025 წლისათვის HBO Max-ის გამომწერების რიცხვმა, მხოლოდ შეერთებული შტატების მასშტაბით, 50 მილიონს მიაღწიოს. ამ სიახლესთან ერთად, სპეციალურ ღონისძიებაზე AT&T-მ სტრიმინგ სერვისის ინტერფეისიც წარმოადგინა და პირველი სრული ტრეილერი გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები