Thumbnail

ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ინოვაციურმა მოწყობილობებმა ადამიანების შესაძლებლობები ბევრი მიმართულებით გაზარდა.  სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი ქართული გამოგონება, სახელწოდებით - Tap -Text. 

მოწყობილობა WaveTech-ის გუნდის პროექტია, რომლის ავტორები თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები - არჩილ შარაშენიძე,   ნიკოლოზ საკანდელიძე და ივანე კალანდაძე არიან. Tap-Text - ორი ხელთათმანისგან შემდგარი ჭკვიანი, ინოვაციური მოწყობილობაა, რომლის მეშვეობითაც უსინათლოები სრულიად დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეძლებენ სასურველ ენაზე ელექტრონული ტექსტის აკრეფასა და მის მანიპულირებას, SMS/ Email შეტყობინებების გაგზავნას, ან თუნდაც, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებას. 

როგორც Tap-Text-ის ავტორები ამბობენ - მათი მიზანია, ინოვაციური გამოგონებებით, მსოფლიო უკეთეს მომავალში გადაისროლონ.                                                                                                             

ნახეთ ჩვენი სიუჟეტი Tap-Text-ისა და მისი შემქმნელების შესახებ. 

კომენტარები

ბოლო ამბები