Thumbnail

ნიუ იორკში პირველი ელექტრომობილი ტაქსი გამოჩნდა

  • ნიუ იორკის პირველი ელექტრომობილი ტაქსი Tesla Model 3-ია
  • 10 ელექტრომობილი კომპანია Yellow Cab of Columbus-მა შეიძინა

ნიუ იორკის ტაქსების მართვის სამსახურმა ქალაქის ქუჩებში ახალი ავტომობილის გამოყენების ნებართვა გასცა. Tesla Model 3 პირველი ელექტრომობილი ტაქსია, რომელიც ამერიკის ყველაზე დიდ ქალაქში მგზავრებს გადაიყვანს. შესაბამისი სერთიფიკაციის მიღების და ინსპექტირების გავლის შემდეგ Model 3 ნიუ იორკის ტაქსისთვის ტრადიციულ ყვითელ ფერებში გადაღებეს. 

კომპანია Yellow Cab of Columbus-მა, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ოპერირებს, Tesla-სგან 10 ელექტრომობილი შეიძინა. კომპანიის გეგმებშია ელექტრომობილების წილი საკუთარ ტაქსო პარში ეტაპობრივად გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ პირველი სრულად ელექტრო ტაქსო პარკი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვისკონსინის ქალაქ მედისონში გამოჩნდა.

ელექტრომობილების გამოყენება ტაქსის სერვისში უკვე აპრობირებული და პოპულარულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ნორვეგიაში, შვედეთში და ჰოლანდიაში. მხოლოდ ამსტერდამში მგზავრებს ასზე მეტი Tesla-ს ელექტრომობილი ემსახურება.

კომენტარები

ბოლო ამბები