Thumbnail

დრონი, რომელსაც 200 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია

  • VoloDrone გერმანულმა კომპანია Volocopter-მა დაამზადა
  • საფრენი აპარატის სერიული წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება

გერმანული კომპანია Volocopter ცნობილია, როგორც ლიდერი ქალაქებისთვის ინოვაციური საჰაერო ტრანსპორტის შეთავაზების კუთხით. საფრენმა აპარატმა Volocopter X2-მა სატესტო ფრენები ჰელსინკის აეროპორტში, შტუტგარტში და სინგაპურში შეასრულა. სამ წელიწადში კომპანია ლონდონში და ბერლინში მფრინავი ტაქსის სერვისის დანერგვას გეგმავს. ამჯერად Volocopter-მა ახალი აპარატი წარმოადგინა, რომელსაც ტვირთის გადასატანად გამოიყენებენ.

დრონს, რომლის სახელწოდებაა VoloDrone, 200 კილოგრამამდე ტვირთი გადააქვს. ელექტრო საფრენი აპარატი 40 კილომეტრის მანძილზე დაფრინავს. მას შეუძლია გადაიტანოს, როგორც კონტეინერები, ასევე სამაგრით დამაგრებული ტვირთი. საფრენ აპარატს სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებენ, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში და კურიერული მომსახურებისათვის. 

VoloDrone-ის გამოცდა გერმანიაში წარმატებით დასრულდა. 2020 წლის დასაწყისში კომპანია საფრენი აპარატის სერიულ გამოშვებას დაიწყებს. თავდაპირველად სატვირთო დრონი ევროპის ბაზარზე გამოჩნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები