Thumbnail

$70,000-ად შეფასებული iPhone 11 Pro-ს ექსკლუზიური მოდელი

  • კორპუსის დიზაინში გამოყენებულია 500 გრამი ოქრო და ბრიალიანტის 137 თვალი.
  • მოდელის დიზაინი ძვირადღირებული საათების  ბრენდმა  Caviar-მა შექმნა. 

ძვირადღირებული საათების  ბრენდმა Caviar-მა iPhone 11 Pro-ს დიზაინი გადააკეთა და ის უნიკალურ  ძვირფასეულობად აქცია. მოწყობილობის კორპუსი დაფარულია 500 გრამი ყვითელი, 18-კარატიანი ოქროთი და ბრიალიანტის 137 თვლით. მოდელს უკანა პანელზე  Caviar-ის საათებისათვის დამახასიათებელი საათის ციფერბლატი აქვს. iPhone 11 Pro-ს ამ ექსკლუზიურ მოდელს Solarius  უწოდეს. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, დიზაინი ერთგვარი სიმბოლოა იმ სასიცოცხლო ენერგიისა, რასაც მზე ჩვენს პლანეტას აძლევს. 

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, ის არაფრით განსხვავდება რეგულარული მოდელისაგან, რომლის შიდა მეხსიერება 64 გიგაბაიტია. რა თქმა უნდა, ძვირფასი  და ექსკლუზიური დიზაინის გამო, ამ მოდელის ფასი ბევრად მაღალია - მისი შეძენა მსურველებს 70,000 ამერიკულ დოლარად შეუძლიათ. 

გარდა Solarius-ისა, Caviar-მა iPhone 11 Pro-ს კიდევ სამი ალტერნატიული დიზაინი წარადგინა - მოდელები: Mars, Meteorite და Moon. აღნიშნული მობილური მოწყობილობების დიზაინის თვითღირებულება ოქროს კორპუსიანი iPhone 11 Pro-ზე გაცილებით ნაკლებია, ამიტომ მათი ფასი  8,100-დან,  8,260 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები