Thumbnail

HAMS - პროგრამა, რომელიც ავტომობილის მართვას ასწავლის

  • ინოვაციური მოწყობილობა Microsoft-ის ინჟინრებმა შექმნეს
  • HAMS-მა ტესტირება უკვე გაიარა ინდოეთში

კომპანია Microsoft-ში მიიჩნევენ, რომ ავტომობილის მართვის შემსწავლელი ინდივიდუალური კურსი შორს არის იდეალურისგან. ავტომობილში მყოფი ინსტრუქტორის კომენტარები ხშირად დამწყებ მძღოლს ძაბავს, რის გამოც ეს უკანასკნელი სიტუაციაზე კონტროლს კარგავს და მართვის ათვისება უჭირს. Microsoft მსურველებს სთავაზობს ავტომობილის მართვის შემსწავლელი კურსი უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდეს.

HAMS - ასე ეწოდება მოწყობილობას, რომელიც Microsoft-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს. მცირე ზომის აპარატი ავტომობილში თავსდება. მისი ერთი კამერა გზისკენ არის მიმართული, მეორე კი ავტომობილის მძღოლისკენ. კამერების გარდა HAMS-ს ასევე გააჩნია სენსორები და აქსელერომეტრი, რომლებიც მძღოლის ქმედებებს აფიქსირებენ. 

Microsoft-ის ინჟინრები მიიჩნევენ, რომ ახალი ტექნოლოგია დამწყებ მძღოლს ავტომობილის მართვის ათვისებას გაუმარტივებს, ინსტრუქტორის მუშაობას კი უფრო ეფექტურს გახდის. ინსტრუქტორი ინოვაციური პროგრამის საშუალებით დისტანციურად გააკონტროლებს საჭესთან მყოფი ადამიანის ქმედებებს. HAMS-მა ტესტირება უკვე გაიარა ინდოეთში, უახლოეს მომავალში კი მას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოცდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები