Thumbnail

ინტერნეტში Motorola RAZR-ის ახალი ფოტოები გავრცელდა

  • მობილური გადაკეცვისას ტრანსფორმირდება და თანამედროვე სმარტფონად იქცევა.
  • მოდელს Motorola 13 ნოემბერს წარადგენს. 

2019 წლის დასაწყისში  ცნობილი გახდა, რომ 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი, Motorola-ს  დასაკეცი მოდელი სახელწოდებით  - Razr, იგივე Razr VS, განახლებული მონაცემებით გამოვიდოდა. 

ამჯერად ინტერნეტში Motorola RAZR-ის ფოტოები გავრცელდა. ერთი შეხედვით, მოდელის დიზაინი ძალიან ჰგავს 2004 წელს გამოშვებულ თავდაპირველ მოწყობილობას, თუმცა,  ის მთლიანად ტრანსფორმირდება და ახალი თაობის სმარტფონად იქცევა. 

მოწყობილობას კორპუსზე ერთი მცირე ზომის ეკრანი აქვს, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - მომხმარებელი მის შიდა ნაწილში  კიდევ ერთ ძირითად სენსორულ ეკრანს აღმოაჩენს, რომლის ორი ნაწილი გადაკეცვისას ერთიანდება. წინასწარი ინფორმაციით, მოწყობილობის ფასი 1,500 ამერიკული დოლარი იქნება. Motorola RAZR-ის ნოსტალგიური მოდელის ახალი ვერსიის შესახებ, დეტალურ  ინფორმაციას Motorola 2019 წლის 13 ნოემბერს, ოფიციალურ ღონისძიებაზე გაასაჯაროვებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები