Thumbnail

ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიები 5G-ზე გადადიან

  • ჩინეთის უმსხვილესი მობილური ოპერატორები ტექნოლოგიას მასიურად ნერგავენ
  • 2019 წელს 5G-ით სარგებლობას ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში შეძლებენ

ჩინეთის სამი უმსხვილესი მობილური ოპერატორი China Unicom, China Telecom და China Mobile მომხმარებელს ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში პირველი ნოემბრიდან მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს მიაწოდებს. იმ ქალაქებს შორის, სადაც 5G ქსელი ამოქმედდა, არის ქვეყნის დედაქალაქი პეკინი, ასევე შანხაი, გუანჯოუ და შენჯენი.

პირველადი მონაცემებით China Unicom 5G-ით უკვე ქვეყნის 50 ქალაქს ფარავს, China Mobile კი ახალ ტექნოლოგიას 30 დასახლებული პუნქტის მომხმარებელს აწვდის, თუმცა წლის ბოლომდე დაფარვის ზონას 50 ქალაქამდე გაზრდის. ჩინეთმა 5G მობილურ ინტერნეტზე გადასვლა დააჩქარა და გრაფიკით გათვალისწინებული 2020 წლის ნაცვლად სერვისი მოხმარებელს რამდენიმე თვით ადრე ჩაურთო. ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია 5G-ს 85 ათასი სადგური, 2020 წელს კი მათი რაოდენობა 130 ათასამდე გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე მობილური ოპერატორი სახელმწიფო საკუთრებაშია, კლიენტების მოზიდვის მიზნით მათ ერთმანეთში სერიოზული კონკურენცია აქვთ. ახალი ქსელით სარგებლობის სურვილი უკვე გამოთქვა ჩინეთის 10 მილიონზე მეტმა მოქალაქემ. სერვისით სარგებლობისთვის მინიმალური საბაზისო ტარიფი 18 დოლარს შეადგენს. 

კომენტარები

ბოლო ამბები