Thumbnail

რუსეთში ინტერნეტთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიიღეს

  • რეგულაციები „გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის“ ინიციატივას ეხება.
  • ოფიციალური რუსეთი რეგულაციების ამოქმედებისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს.

რუსეთში კანონი ამოქმედდა, რომელიც ინტერნეტთან და მის გამოყენებასთან  დაკავშირებით, გარკვეულ რეგულაციებს აწესებს. საქმე ეხება რუსეთის ინიციატივას -  ე.წ. "გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის" საქმეს, რომელსაც საერთაშორისო მედია უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად განიხილავს. 

როგორც ოპოზიციური ძალები და კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები აცხადებენ, რეგულაციების მიზანი ცენზურის გაძლიერება, ოპოზიციის და თავისუფალი მედიის შეზღუდვაა.  საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში არსებობს საშიშროება, რომ მთავრობას ინტერნეტ მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ისეთ ოპერაციებზე ექნება ინფორმაცია, როგორიც, მაგალითად, ონლიან ტრანზაქციებია. 

როგორც კრემლის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ინტერნეტ მომხმარებლები ცვლილებას ვერ იგრძნობენ და  რეგულაციები  მხოლოდ კიბერ უსაფრთხოებას გააძლიერებს. ამ ეტაპზე, რუსეთი რეგულაციების პრაქტიკულად ამოქმედებისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე და საკუთარი საძიებო ქსელის შექმნაზე მუშაობს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები