Thumbnail

HERMES - რობოტი, რომელიც მაშველებს დაეხმარება

  • რობოტი MIT-ის და ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს
  • ოპერატორი რობოტს დისტანციურად მართავს

სამაშველო ოპერაციის, ხანძრის და სტიქიური უბედურების დროს რობოტების გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება. თუმცა დროიდი მაშველები მსგავსი ოპერაციების დროს არაერთ სირთულეს აწყდებიან. უმთავრესი პრობლემა ამ დროს წონასწორობის შენარჩუნებაა. მაგალითად, თუ ხანძრის დროს ორფეხა დროიდი შენობაში უნდა შევიდეს და კარის შემტვრევას ცდილობს, დიდი ალბათობით ის თავად წაიქცევა, რადგან წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს.

ადამიანისთვის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი აქტივობები, როგორიცაა სიარული, სირბილი, ხტომა მოითხოვს სხეულის ზუსტ და შეთანხმებულ მოქმედებას. რობოტისთვის ამის მიღწევა საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაეწყვიტათ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) და ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დისტანციურად მართვადი რობოტი ააწყეს. რობოტის მართვა შესაძლებელია სპეციალური ჟილეტის მეშვეობით. 

ოპერატორს ჟილეტი აცვია და პირდაპირი კავშირი აქვს ორფეხა დროიდთან. რობოტი HERMES ზუსტად უნისონში იმეორებს ოპერატორის მოძრაობას. ამავე დროს ოპერატორი თავად გრძნობს თუ რა წინაამღდეგობას აწყდება რობოტი გადაადგილების დროს. HERMES ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია, თუმცა სამეცნიერო ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მისი გამოყენება სამაშველო ოპერაციების დროს უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები