Thumbnail

დრონებს საძიებო-სამაშველო ოპერაციების დროს გამოიყენებენ

  • მოწყობილობა ობიექტებს 150 მეტრის მანძილიდან აფიქსირებს.
  • დრონების სისტემაში სახის ამომცნობი ტექნოლოგიაა ინტეგრირებული. 

შოტლანდიის პოლიციამ ახალი დრონები წარადგინა, რომლებსაც  დაკარგული და საფრთხის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მოსაძებნად გამოიყენებენ. სპეციალურ სისტემაზე მომუშავე დრონებს შეუძლიათ დაინახონ ის, რასაც ადამიანის თვალი ვერ ხედავს. მოწყობილობას  გაძლიერებული ოპტიკური კამერა აქვს და ობიექტების დაფიქსირება 150 მეტრის მანძილიდან შეუძლია. მასში ინტეგრირებულია სახის ამომცნობი ტექნოლოგია, რომლის მართვაც სმარტფონის მეშვეობით არის შესაძლებელი. 

შოტლანდიის პოლიციაში განმარტავენ, რომ დრონი სპეციალურად სამძებრო სამუშაოებისათვის შექმნილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა, მას აქვს მაღალტექნოლოგიური სენსორული სისტემა, ასევე ობიექტის სკანირების და ამოცნობის ფუნქცია. 

დრონების და მათი სისტემის შექმნის პროცესში ჩართული იყვნენ  შოტლანდიის პოლიცია, ელექტრული  და ტექნოლოგიური სისტემების საერთაშორისო კომპანია - Thales და დასავლეთ შოტლანდიის უნივერსიტეტი. შოტლანდიის პოლიციამ რამდენიმე დრონი უკვე დატესტა, ოფიციალურად კი მოწყობილობებს დიდი ბრიტანეთის ქალაქ გლაზგოში გამართულ CENSIS-ის ტექნოლოგიურ სამიტზე წარადგენენ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები